პარტნიორები
მე-2 საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის "ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა" პარტნიორი დაწესებულებებია:
1. კერძო სექტორი: ინოვაციური განათლების ცენტრი – საქართველო’
2. სავარაუდო დამსაქმებელი: თსუ-ს პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის კვლევთი ინსტიტუტი;
3. არასამთავრობო ორგანიზაცია: CENN -კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

ინოვაციური განათლების ცენტრი - საქართველო, პროექტის ფარგლებში ჩაატარებს გრძელვადიან ტრენინგებს
I. “სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომები”.
1.1. უმაღლესი განათლების სფეროში სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
1.2. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
1.3. დისტანციურ პლატფორმათა ეფექტური გამოყენება სწავლებისას.
II. „კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება“ .
2.1. კვლევის სწორად დაგეგმვა და განხორციელება;
2.2. შეფასების ვალიდური მექანიზმები.

თსუ-ს პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის კვლევთი ინსტიტუტი ჩაატარებს გრძელვადიანი ტრენინგ -კურსს პროექტის ფარგლებში, ბიოორგანულ ნაერთთა კვლევისათვის შეძენილი „აპარატურის მართვა-დამუშავება“.
III. „აპარატურის მართვა-დამუშავება“.
3.1. ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება;
3.2. ანალიზური მეთოდების შემუშავება, ვალიდაცია, ვერიფიკაცია;
3.3. გაზომვათა განუსაზღვრელობა და მისი პრაქტიკული ასპექტები.

CENN -კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ჩაატარებს გრძელვადიან ტრენინგ კურსს - გარემოს დაცვის საკითხებზე.
IV. გარემოს დაცვის საკითხები.
4.1. კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა;
4.2. ნარჩენების მართვა და ცირკულირების ეკონომიკა;
4.3. ტყის მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სადოქტორო პროგრამის
სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, დოქტორანტების, პერსონალის პროფესიულ განვითარებას, ინოვაციური
კვლევების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, კონკურენტული კვლევითი გარემოს
შექმნას, კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივას შრომის ბაზარზე.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში შეძენილი აპარატურით ჩატარებული კვლევის შედეგებით, პროექტის
თემატიკით პროექტში ჩართული დოქტორანტები წარსდგებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციაზე და ასევე, პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაიბეჭდება სამეცნიერო ნაშრომები Scopus-ის და web
of science-ის ინდექსირებად ბაზაზე რეგისტრირებულ ჟურნალებში.
ყოველივე შეესაბამება კონკურენტული ინოვაციის ფონდის სტრატეგიულ მიზნებს და სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების 2018 – 2025 წწ გეგმას. ასევე შესაბამისობაშია საქართველოს
გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩოსა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩოსთან.