ჩვენ შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა შორის არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროექტი „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა“

ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები დააჯილდოვა

პროექტის მიზანი

სადოქტორო პროგრამის "ბიოორგანული ქიმია" განვითარების მიზნით:

  • ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად აქტიური კონდენსირებული ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და
    კვლევა;
  • ახალი ტიპის ნახშირწყლების Si- და S- წარმოებულთა სინთეზის მეთოდიკის შემუშავება;
  • მიღებული ნაერთების ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით კვლევა;
  • კვლევისათვის აუცილებული ხელსაწყო-დანადგარების შეძენა;
  • ბიოორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის შექმნა/მოწყობა;
  • სწავლებაში და კვლევაში პოსტდოქტორანტურის სისტემის დანერგვა.
  • გრძელვადიანი ტრენინგების ჩატარება დოქტორანტებისათვის და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
    – „სწავლებაში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება“;
    – „კვლევაში გამოყენებული ხელსაწყო-დანადგარების მართვა-დამუშავება-რეპორტირება“;
    – „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიდგომის დანერგვა“;

ყოველივე აღნიშნული შესაბამისობაშია:

  • კონკურენტული ინოვაციის ფონდის სტრატეგიულ მიზნებთან;
  • ქვეყნის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩოსა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩოსთან;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის 2020-2025 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმასთან და SWOT
    ანალიზთან.
Scroll to Top