ანგარიში 6

 “11th International Conference on New Trends in Chemistry”,

25 – 27 April 2025 – Bologna, ITALY

       კონკურენციის ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული №CIF-2-2024-08 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტის „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა“ განხორ­ციე­ლე­ბის მიზნი, ჩატარებული ექსპერიმენტებით მიღებული შედეგების საფუძველზე მომზადდა სამეცნიერო თეზისი “Modification of some bioorganic products with organosilicon compounds for use in industrial production” საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარსადგენად. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

           პროექტის ორმა მონაწილემ, პროექტის ხელმძღვანელმა, მკვლევარმა – ლალი ტაბატაძემ და პროექტის ახალგაზრდა მეცნიერმა, მკვლევარმა – დარეჯან ირემაშვილმა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო წარადგინეს საზღვარგარეთ იტალიის ქ. ბოლონიაში 25-27 აპრილს  “11th International Conference on New Trends in Chemistry”.

             11th  ICNTC კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდა მკვლევარებმა წარმოადგინეს საინტერესო სამეცნიერო ნაშრომები ქიმიის ახალ ტენდეციებზე ორგანულ და არაორგანულ ქიმიაში, გარემოს ქიმიაში, მასალების ქიმიაში, პოლიმერების ქიმიაში, ფარმაცევტულ  ქიმიაში და სხვ. დეტალური ინფორმაცია 11th   ICNTC კონფერენციაზე  იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე icntcconference.com.

Scroll to Top