CIF პროექტის ფარგლებში გრძელვადიანი ტრენინგები
გარემოს დაცვით საკითხები, ნარჩენების მართვა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი,
ქიმიის მიმართულება
კონკურენტული ინოვაციის ფონდის მე-2 საგრანტო პროექტის „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა“ სამეცნიერო ხელმძღვანელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლალი ტაბატაძე
18-19 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის საკონფერენციო დარბაზი N418-ში გაგრძელდა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული №CIF-2-2024-08 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტის „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა“ გეგმა-გრაფიკით დაგეგმილი გრძელვადიანი ტრენინგების მე-3 ეტაპი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველო 12Q (IBRD)” CIF საგრანტო განაცხადი ითვალისწინებს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას. პარტნიორად პროექტის ფარგლებში ჩართულნი არიან:
- კერძო სექტორი – ინოვაციური განათლების ცენტრი <საქართველო>;
- კვლევითი ინსტიტუტი – თსუ-ს პ.მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
- არასამთავრობო ორგანიზაცია – „სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN).
CIF პროექტის ფარგლებში გრძელვადიანი ტრენინგების ჩატარების მიზნით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები პარტნიორ დაწესებულებებთან. ტრენინგები ტარდება 3 ეტაპად.
1-ლ ეტაპზე 2024 წლის ივლისში ჩატარდა 5 ტრენინგი (თითო 2-დღიანი); აღნიშნული ტრენინგები ჩაატარა კერძო სექტორმა – ინოვაციური განათლების ცენტრი <საქართველო>. ტრენინგები თემაზე: „კვლევის სწორად დაგეგმვა და განხორციელება, შეფასების ვალიდური სისტემები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომები“ ჩაატარეს სერტიფიცირებულმა ტრენერებმა: ზვიად გაბისონიამ, მარიამ დარბაიძემ, მაკო ჯაოშვილმა.
მე-2 ეტაპზე ტრენინგები ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერში, ჩატარდა 3 ტრენინგი (თითო 2-დღიანი). ტრენინგები თემებზე: „ანალიზური მეთოდების შემუშავება, ვალიდაცია, ვერიფიკაცია“, „გაზომვათა განუსაზღვრელობა და მისი პრაქტიკული ასპექტები“ და „ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება“ ჩაატარა თსუ-ს პ.მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სს „ბიოქიმფარმის“ ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელმა – იმედა რუბაშვილმა.
მე-3 ეტაპზე 2025 წლის მარტი-აპრილის თვეში ჩატარდა 3 ტრენინგი (თითო 2 დღიანი). აღნიშნული ტრენინგები ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია – „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN).
2025 წლის 18-19 მარტს ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი 1.
18 მარტს ტრენინგი თემაზე: „კლიმატის ცვლილება, სააუზო მართვა, კატასტროფის რისკის შემცირება და GIS ტექნოლოგიები“ ჩაატარა „სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კატასტროფების რისკების შემცირების და GIS სპეციალისტმა – ვახტანგ ჩიტიშვილმა. მე-2 დღეს 19 მარტს ტრენინგი თემაზე: „კლიმატის ცვლილება – გამოწვევები და ბრძოლის ინსტრუმენტები“ ჩაატარა „სენი-კავკასიის გარემოსთაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორის მოადგი ლემ – ნინო თევზაძემ.
2025 წლის 26-27 მარტს გაგრძელდა 2 დღიანი ტრენინგი-2.
26 მარტს ტრენინგები ჩაატარა CENN – ტყის მდგარადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების ექსპერტმა ნინი ბრეგაძემ. ტრენერმა ისაუბრა ბიომრავალფეროვნების და მათ შორის ტყის ეკოსისტემის მნისვნებლობაზე, ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებზე – როგორც ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარების გზა, საკანონმდებლო ჩარჩოზე. 27 მარტს, მე-2 დღეს ტრენინგები: საზოგადოების გაუმჯობესებული მონაწილეობა საქართველოში ტყის მართვის დაგეგმვასა და განხორციელებაში – IPPA, ეკოსისტემების მონაწილეობრივი დარუკება, ტყის რესურსების მართვა ისაუბრა მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი ენერგიის ექსპერტმა ვახტანგ ქოჩორაძემ.
2025 წლის 7-8 აპრილს ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი-3.
7 აპრილს ტრენინგი ჩაატარა CENN-ნარჩენების მართვის ექსპერტმა თამარ ლოლაძემ. ტრენერმა ისაუბრა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე და ქვეყნის სტრატეგიულ ხედვაზე, ნარჩენების ლეგალურ და არალეგალურ მართვაზე საქართველოში, პლასტმასების ნარჩენებსა და მართვის მსოფლიო გამოცდილებაზე. 8 აპრილს ტრენინგი თემაზე: მდგრადი მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, ცირკულარული ეკონომიკის ბიზნეს-მოდელები, ინდუსტრიული სიმბიოზი ჩაატარა CENN – ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტმა ნანა თაკვარელიამ.
ცალკეული სესიის ბოლოს იყო ტრენინგის შეჯამება და დისკუსია. ყოველი ტრენინგის დასასრულს, 19 მარტს, 27 მარტს და 8 აპრილს – სსუ-ს ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელმა, კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლალი ტაბატაძემ და „სენი-კავკასიის გარემოსთაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ტრენერებმა – ტრენინგის მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები. სრული ინფორმაცია CIF პროექტის მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: iiq.ge




































