ანგარიში 4

ტრენინგების მე- 2 ეტაპი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით კონკურენტული ინოვაციური (CIF) ფონდის გამარჯვებული პროექტის „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა“ფარგლებში ჩატარდა გრძელვადიანი ტრენინგები. აღნიშნული პროექტი წარდგენილ იქნა სადოქტორო პროგრამის <ბიოორგანული ქიმია> განვითარების მიზნით. ტრენინგების 1-ლი ეტაპი უკვე ჩატარდა 2024 წლის 19-28 ივლისს, მე-2 ეტაპი ტრენინგებისა ჩატარდა 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო მე-3 ეტაპი ჩატარდება დეკემბრის თვეში.

აღნიშნული ტრენინგები ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის N CIF-2-2024-08 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.
CIF პროექტის ფარგლებში ტრენინგების მე-2 ეტაპის ჩატარების მიზნით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლევით ინსტიტუტთან: თსუ-ს პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა გრძელვადიანი ტრენინგების მე-2 ეტაპი. ჩატარდა სულ 3 ტრენინგი, თითო ტრენინგი იყო 2 დღიანი. პროექტის ფარგლებში შედგენილ და დაბეჭდილ იქნა ტრენინგების 20 ცალი პროგრამა, 60 ცალი სერტიფიკატი (3 ტრენინგისთვის, თითო 2 დღიანი) ტრენინგის მონაწილეებისათვის.

ტრენინგები თემაზე:

  1. „ანალიზური მეთოდების შემუშავება, ვალიდაცია, ვერიფიკაცია“;
  2. „გაზომვათა განუსაზღვრელობა და მისი პრაქტიკული ასპექტები“;
  3. „ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება“ – ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სს “ბიოქიმფარმის“ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების ISPE, ACS და RSC წევრმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტმა მეტროლოგიისდა ქიმიის მიმართულებით, ქიმიის აკადემიური დოქტორმა, სერტიფიცირებულმა
    ტრენერმა იმედა რუბაშვილმა

III. ტრენინგები:

3.1. – „ანალიზური მეთოდების შემუშავება, ვალიდაცია, ვერიფიკაცია“ ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 – ოქტომბერს.
„მეთოდის ფუნქციონირების მახასიათებლების – სიზუსტე, სისწორე. მდგრადობა, მიმოხილვა პრაქტიკული ასპექტებით, მისაღებობის კრიტერიუმების რეკომენდაციები“ ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 – ოქტომბერს.
28-29 ოქტომბერს ჩატარებული ტრენინგის „ანალიზური მეთოდების შემუშავება, ვალიდაცია, ვერიფიკაცია“ შეჯამების, დიკუსიის და უკუკავშირის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
3.2.- „გაზომვათა განუსაზღვრელობა და მისი პრაქტიკული ასპექტები“ ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ოქტომბერს.
„ანალიზის მეთოდის განუსაზღვრელობის შეფასების პრინციპები“ ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს.
30-31 ოქტომბერს ჩატარებული ტრენინგების „გაზომვათა განუსაზღვრელობა და მისი პრაქტიკული ასპექტები“, „ანალიზის მეთოდის განუსაზღვრელობის შეფასების პრინციპები“ შეჯამების, დიკუსიის და უკუკავშირის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
3.3. – „ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება, მართვის ძირითადი პრინციპები“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 ნოემბერს.
„ხელსაწყო-დანადგარების დაკალიბრების, ვერიფიკაციისა და კვალიფიკაცია/- რეკვალიფიკაციის პრინციპები; მეტროლოგიური ზედამხედველობის არსი“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 ნოემბერს.
1-2 ნოემბერს ჩატარებული ტრენინგის „ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება“, „ხელსაწყო-დანადგარების დაკალიბრების, ვერიფიკაციისა და კვალიფიკაცია/რეკვალიფიკაციის პრინციპები; მეტროლოგიური ზედამხედველობის არსი“ შეჯამების, დიკუსიის და უკუკავშირის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

Scroll to Top