კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მე -2 საგრანტო პროექტის გამარჯვების შემდეგ, გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის N CIF-2-2024-08 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე CIF პროექტის <ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა> ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე გამოყოფილ იქნა ფართი <ბიოორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისათვის> ბიოორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიაში განთავსდა პროექტის ფარგლებში შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობა:
- ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრი (SHIMADZU Technologies Cary 60 UV-1900i Instrument კომპლექტში ხელსაწყოს მართვის და მონაცემთა დამუშავების
პროგრამით, კომპიუტერით, მონიტორით და პრინტერით); - IK სპექტროფოტომეტრი (SHIMADZU, G8044AA Cary 630 ინსტრუმენტი პროგრამული უზრუნველყოფით, ZnSe-ის სხივგამყოფით, აქსესუარები, კვების
წყაროს და USB – სადენი. Option 320-Cary FTIR Diamond ATR მოდული); - ანალიზური სასწორი 0.00001 სიზუსტით;
- ელექტრონული მიკროსკოპი;
- მოწყობილ იქნა ლაბორატორიული ფართი (ბიოორგანული ქიმიის, დაახლოებითი ფართი 20კვ.მ.) საჭირო ავეჯით, სავარძლებით.
- შეძენილ იქნა პროექტის კვლევითი კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო ქიმიური პრეპარატები, ბიოორგანული პროდუქტების მისაღებად მონო- და დისაქარიდების საწყისი ნაერთები.
- პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მულტიფუნქციონალური პრინტერი, კომპიუტერული ტექნიკა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი























