კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მე -2 საგრანტო პროექტის “ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა” ფარგლებში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის N CIF-2-2024-08 საგრანტო
ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარდა
გრძელვადიანი ტრენინგები.
კონკურენტული ინოვაციური ფონდის (CIF)პროექტის „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა” ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება 3 ეტაპად. 1-ელ ეტაპზე ივლისში ჩატარდა 5 ტრენინგი, მე-2 ეტაპზე ტრენინგები ჩატარდა ოქტომბერში, მე-3 ეტაპზე დეკემბერში ჩატარდება 3 ტრენინგი.
ტრენინგების 1-ლი ეტაპის ჩასატარებლად CIF პროექტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები -თან.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ჩატარდა გრძელვადიანი ტრენინგების 1-ლი ეტაპი. ჩატარდა სულ 5 ტრენინგი, თითო ტრენინგი იყო 2 დღიანი. პროექტრის ფარგლებში შედგენილ და დაბეჭდილ იქნა ტრენინგების 25 ცალი პროგრამა, 100 ცალი სერტიფიკატი (5 ტრენინგისთვის) ტრენინგის მონაწილეებისათვის.
ტრენინგების
- 19-20 ივლისს „კვლევის სწორად დაგეგმვა და განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ჩატარება უზრუნველყო „ინოვაციური განათლების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა დარგში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორმა, ზვიად გაბისონიამ. ბატონმა ზვიადმა ტრენინგის მონაწილეებს სინტერესოდ და შინაარსიანად გააცნო, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს კვლევითი კომპონენტი უსდ-ში; როგორ შეიმუშაოს კვლევის შეფასების სამიზნე ნიშნულები; როგორ უნდა განხორციელდეს კვლევის კომერციალიზაციის პოტენციალის განვითარება უსდ-ებში; კვლევის მხარდამჭერი მექანიზმები; კვლევითი პოტენციალის გაზრდისკენ მიმართული აქტივობები. დასასრულს, ტრენინგის მე-2 დღეს გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხებზე და ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.








- 21-22 ივლისს, <შეფასების ვალიდური მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში> ჩატარება უზრუნველყო -ს დირექტორმა, ალტერბრიჯის ვიცე რექტორმა, პროფესორმა, მარიამ დარბაიძემ. ტრენერმა, ტრენინგის მონაწილეებს გააცნო შეფასების სისტემები; როგორ უნდა გაიწეროს საგანმანათლებლო პროგრამებში (სასწავლო კურსებში) სწავლის შედეგები; როგორ უნდა განხორციელდეს პერსონალის კვლევითი პოტენციალის შეფასების სისტემები; სწავლის შედეგების გაზომვადობის საკითხების შესწავლა. კითხვა-პასუხის შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები
- 23-24 ივლისს, <სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომები> ჩატარება უზრუნველყო -ს დირექტორმა, ალტერბრიჯის ვიცე რექტორმა, პროფესორმა, მარიამ დარბაიძემ. ტრენერმა, ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სწავლების პროცესის ინოვაციური მიდგომები; მიმართულებების მიხედვით ინოვაციური მეთოდების გამოყენება; ტრენინგის მე-2 დღეს, უკუკავშირის შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
- 25-26 ივლისს, <დისტანციურ პლატფორმათა ეფექტური გამოყენება> ჩატარება უზრუნველყო -ს დირექტორმა, ალტერბრიჯის ვიცე რექტორმა, პროფესორმა, მარიამ დარბაიძემ. ტრენერმა, ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სწავლების აქტიური მეთოდები; ონლაინ პლატფორმის ტექნიკური შესაძლებლობები; სასწავლო პროცესის მართვა; საგანმანათლებლო/საკონსულტაციო საქმიანობა ციფრული უნარების გამოყენებით; უკუკავშირის შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.












- 27-28 ივლისს, ტრენინგები <პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება> ჩატარება უზრუნველყო -ს სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტმა, პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა, ალტერბრიჯის პროფესორმა, მაკო ჯაოშვილმა. ტრენერმა, ტრენინგის მონაწილეებს გააცნო PBL – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობები; აღნიშნული მეთოდის უპირატესობები და მახასიათებლები; პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზები; კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელი სტრატეგიის შემუშავება; ძირითად მიგნებებზე აქცენტი, რეფლექსია; ცნობისმოყვარეობიდან ცოდნისმოყვარეობამდე; შეკითხვების დასმის ტექნიკა, პრობლემის დადგენა; კვლევის პროცესის გაანალიზება, დაკვირვება და შეფასებითი ანალიზი; წყვილში მუშაობა, თვითმართვა. დისკუსიის და უკუკავშირის შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიტიფიკატები










