კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მე -2 საგრანტო პროექტის გამარჯვების
შემდეგ, გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს
შორის N CIF-2-2024-08 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე CIF პროექტის
“ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა” ფარგლებში.
სსუ-ში გამოიცა ბრძანება პროექტის სამუშაო ჯგუფისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
ამ ბრძანების შესაბამისად:
- ლაბორატორიული სივრცის გამოსაყოფად, სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე გამოყოფილ და მომზადებულ იქნა ლაბორატორიის სივრცე (20კვ.მ ფართი) პროექტის ფარგლებში, ახალი შესყიდული ლაბორატორიული აღჭურვილობის ხელსაწყო-დანადგარების განსათავსებლად.
- შერჩეული იქნა პროექტში პარტნიორთა ჯგუფისათვის სამუშაო სივრცე;
- CIF პროექტში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად ჩატარდა სასტარტო შეხვედრა პროექტის პარტნიორებთან:
- ინოვაციური განათლების ცენტრი “საქართველო”;
- თსუ – პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი – CENN.
პროექტის პარტნიორებთან კერძო სექტორთან, კვლევით ინსტიტუტთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან – სასტარტო შეხვედრაზე განხილულ იქნა და შემუშავდა სამოქმედო გეგმა, ცალკეულ დაწესებულებებთან CIF პროექტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში.
პარტნიორ დაწესებულებებთან შეხვედრებისას ცალკეულ შემთხვევაში იდენტი- ფიცირებულ იქნა პრობლემები და საჭიროებები (აქტუალურ სასწავლო კურსებზე ტრენინგების ჩასატარებლად, საკონფერენციო დარბაზის მომზადება). პარტნიორ დაწესებულებებთან შეხვედრისას დაიგეგმა პროექტის ფარგლებში გრძელვადიანი ტრენინგების ჩატარების დრო:
I. კერძო სექტორთან, ინოვაციური განათლების ცენტრი <საქართველო> ტრენინგები ჩატარდეს 19-28 ივლისს. სულ 5 ტრენინგი, თითო ტრენინგი 2-2 დღიანი.
ტრენინგები:
1.1 – „კვლევის სწორად დაგეგმვა და განხორციელება უმაღლეს საგანმანათ- ლებლო დაწესებულებებში“ ჩატარდეს 19 ივლისს.
ტრენერი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, ზვიად გაბისონია
– „კვლევის კომერციალიზაციის პოტენციალის განვითარება უსდ-ებში“, ჩატარდეს 20 ივლისს.
ტრენერი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, ზვიად გაბისონია
1.2. – „შეფასების ვალიდური მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ჩატარდეს 21 ივლისს.
ტრენერი – ინოვაციური განათლების ცენტრის <საქართველო> დირექტორი, ალტერბრიჯის ვიცე რექტორი, პროფესორი, მარიამ დარბაიძე.
–„პერსონალის კვლევითი პოტენციალის შეფასების სისტემები“ ჩატარდეს 22 ივლისს.
ტრენერი – ინოვაციური განათლების ცენტრის <საქართველო> დირექტორი, ალტერბრიჯის ვიცე რექტორი, პროფესორი, მარიამ დარბაიძე.
II. ტრენინგები:
2.1. – „სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომები“ ჩატარდეს 23 ივლისს. ტრენერი – ინოვაციური განათლების ცენტრის <საქართველო> დირექტორი, ალტერბრიჯის ვიცე რექტორი, პროფესორი, მარიამ დარბაიძე.
„მიმართულებების მიხედვით ინოვაციური მეთოდების გამოყენება“ ჩატარდეს 24 ივლისს. ტრენერი – ინოვაციური განათლების ცენტრის
<საქართველო> დირექტორი, ალტერბრიჯის ვიცე რექტორი, პროფესორი, მარიამ დარბაიძე.
2.2. – „დისტანციურ პლატფორმათა ეფექტური გამოყენება“ ჩატარდეს 25 ივლისს. ტრენერი – ინოვაციური განათლების ცენტრის <საქართველო> დირექტორი, ალტერბრიჯის ვიცე რექტორი, პროფესორი, მარიამ დარბაიძე.
„სასწავლო პროცესის მართვა საგანმანათლებლო/საკონსულტაციო საქმია ნობა ციფრული უნარების გამოყენებით“ ჩატარდეს 26 ივლისს.
ტრენერი ინოვაციური განათლების ცენტრის <საქართველო> დირექტორი, ალტერბრიჯის ვიცე რექტორი, პროფესორი, მარიამ დარბაიძე.
2.3. – “პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“ ჩატარდეს 27 ივლისს.
ტრენერი სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ალტერბრიჯის პროფესორი, მაკო ჯაოშვილი.
III. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ორგანული ქიმიის კვლევის ინსტიტუტთან, CIF პროექტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში, გრძელვადიანი ტრენინგები ჩატარდეს 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. სულ 3 ტრენინგი, თითო ტრენინგი 2-2 დღიანი.
სამივე ტრენინგს ჩაატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სს “ბიოქიმფარმის“ ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელი, საერთაშორისო პროფესიული ორგანიზა- ციების ISPE, ACS და RSC წევრი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი მეტროლოგიის და ქიმიის მიმართულებით, ქიმიის აკადემიური დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი იმედა რუბაშვილი.
ტრენინგები:
3.1. – „ანალიზური მეთოდების შემუშავება, ვალიდაცია, ვერიფიკაცია“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 – ოქტომბერს.
„მეთოდის ფუნქციონირების მახასიათებლების – სიზუსტე, სისწორე. მდგრადობა, მიმოხილვა პრაქტიკული ასპექტებით; მისაღებობის კრიტერიუმების რეკომენდაციები“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 – ოქტომბერს.
3.2.- „გაზომვათა განუსაზღვრელობა და მისი პრაქტიკული ასპექტები“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ოქტომბერს.
„ანალიზის მეთოდის განუსაზღვრელობის შეფასების პრინციპები“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს.
3.3. – „ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება, მართვის ძირითადი პრინციპები“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 ნოემბერს.
„ხელსაწყო-დანადგარების დაკალიბრების, ვერიფიკაციისა და კვალიფიკაცია/- რეკვალიფიკაციის პრინციპები; მეტროლოგიური ზედამხედველობის არსი“ ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 ნოემბერს.
Iv. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი – CENN – თან CIF პროექტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გრძელვადიანი ტრენინგები ჩატარდეს 16 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით. სულ 3 ტრენინგი, თითო ტრენინგი 2-2 დღიანი.
სამივე ტრენინგს გარემოს დაცვის საკითხებზე:
1.1. კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა;
1.2 ნარჩენების მართვა და ცირკულირების ეკონომიკა;
1.3. ტყის მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნება.
მომზადდეს პროექტის ელექტრონული პლატფორმა სსუ-ს (sou.edu.ge) ვებ გვერდზე. პლატფორმაზე განთავსდა მონაცემები საგრანტო პროექტის შესახებ; გაფორმებული მემორანდუმები; პარტნიორთა შემადგენლობა; სამოქმედო გეგმა; ტრენინგების ჩატარება და მიმდინარეობა; გეგმა-გრაფიკით დაგეგმილი ამოცანების მიმდინა- რეობისა და შესრულების შესახებ ინფორმაცია.

